პენტაგონი მიიჩნევს, რომ პუტინს ამ დროისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია

The Pentagon was aware of the likelihood of a pandemic brought on by a novel coronavirus years ago, according to a 2017 internal document reported by The Nation.

ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამ დროისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პატ რიდერმა განაცხადა.

„ბევრმა ადამიანმა ჩვენს მთავრობაში და საერთაშორისო საზოგადოებაში, მათ შორის [თავდაცვის მდივანმა] ლოიდ ოსტინმა, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბირთვული იარაღით მუქარა უგუნური და უპასუხისმგებლო ქმედებაა“, – აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული მუქარა რეალურია, რადგან მან გააცნობიერა თავისი შეიარაღებული ძალების დაბალი ეფექტურობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები