“პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არ ხუმრობს, არმაგედონის საფრთხე რეალურია” – ჯო ბაიდენი
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული მუქარა რეალურია, რადგან მან გააცნობიერა თავისი შეიარაღებული ძალების დაბალი ეფექტურობა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბირთვული “არმაგედონის” რისკი ყველაზე მაღალია 1962 წლის კარიბის კრიზისის შემდეგ.
“დემოკრატიული პარტიის” ღონისძიებაზე გამოსვლისას ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არის ადამიანი, რომელსაც ის “საკმაოდ კარგად” იცნობს და რუსეთის ლიდერი “არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე”.
”ჩვენ არმაგედონის საფრთხის წინაშე არ ვდგავართ კენედის და კარიბის კრიზისის შემდეგ,” – თქვა მან.
თეთრი სახლის ლიდერმა ნათლად აჩვენა, რომ პუტინის მუქარა რეალურია, „რადგან მისი შეიარაღებული ძალები, შეიძლება ითქვას, არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური“, როგორიც მას ეგონა.