“ევროპაში იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება უნდა გაიზარდოს, ჩვენი კონტინენტი ასეთი საფრთხის წინაშე არასდროს ყოფილა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპაში იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან კონტინენტი ისეთი საფრთხის წინაშე, როგორშიც ამჟამად იმყოფება, არასდროს ყოფილა.

ამის შესახებ ზელენსკიმ ევროსაბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი ევროპა “მოქცეულია მძიმე ფასების კრიზისში, როდესაც, ენერგეტიკული ბაზრის მანიპულირების გზით, რუსეთი აღწევს უპრეცედენტო ზეწოლას ევროპელთა აბსოლუტური უმრავლესობის ცხოვრების სტანდარტზე”.

“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების გამო, ყველა ვართ რადიაციული კატასტროფის ზღვარზე. ეს საშინელი პირობებია. მაგრამ ჩვენ, ყველა ერთად ვიცავთ თავს ძლიერად, ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ამოცანას. ჩამოვაყალიბეთ ურთიერთქმედება უსაფრთხოების სფეროში, რომელიც უნდა გაიზარდოს. უნდა გაიზარდოს ჩვენთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება რუსული შემოჭრისგან თავის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, დასძინა მან, “აუცილებელია ევროპაში იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა, რომ მზად ვიყოთ საერთო სივრცის დასაცავად”.

„განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხის მიმართ, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მოხდა დივერსია ბალტიის ზღვაში გაზსადენებზე დივერსია. არასოდეს ყოფილა ჩვენი კონტინენტი ასეთი საფრთხის წინაშე – წყალქვეშა მილსადენების, კაბელების, გვირაბების განადგურების საფრთხის წინაშე. მაგრამ ახლა რუსეთისგანაც შეგვიძლია, ველოდოთ ამას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები