Forbes: ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 700 ათასამდე ადამიანმა დატოვა

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, რუსეთი დაახლოებით 700 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათგან 200 ათასი კი ყაზახეთში წავიდა.

ამის შესახებ გამოცემა Forbes-ის რუსული რედაქცია კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ახლა შეუძლებელია იმის გამოთვლა, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა ტურისტული მიზნით და რამდენის წასვლა არის გამოწვეული მობილიზაციის გამოცხადებით.

ამასთან, მედიასთან საუბარში კრემლთან დაახლოებულმა კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან თითქმის მილიონი ადამიანი წავიდა.

აღსანიშნავია, რომ 21 სექტემბერს მობილიზაციის გამოცხადებისთანავე, რუსეთის საზღვრების საგუშაგოებზე რიგები შეიქმნა. მათგან ყველაზე ცნობილი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე „ზემო ლარსის“ საგუშაგოა, სადაც ხალხი რიგში 4-5 დღის განმავლობაში, ხშირ შემთხვევაში, საკვებისა და წყლის გარეშე იდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები