პრემიერი – დეოლიგარქიზაციაზე: ავიღეთ ევროკავშირის მიერ მოწონებული უკრაინული მოდელი და ამ კანონს მივიღებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ მოწონებული უკრაინული მოდელი აიღო და აღნიშნულ კანონს მიიღებს.

მისი თქმით, ევროკავშირისა თუ ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ყველა წარმატება „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.

„აქვე მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან. ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს წარმატებას ევროკავშირისკენ თუ ნატოსკენ გზაზე, უკავშირდება „ქართულ ოცნებას“ – ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ამაზე ვერ ვიოცნებებდით „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს. ეს არის ხელშესახები შედეგები. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ვიცით. ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც მოწონებულია ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები