კრემლი უარყოფს ბრიტანული მედიის ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან ატომური იარაღის ტესტირებას აპირებს

ბრიტანული მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პუტინის ბრძანებით უკრაინისკენ ე.წ. ბირთვული მატარებლები გაიგზავნა, ნატო-მ კი მოკავშირეები გააფრთხილა რუსეთის მზაობაზე უკრაინის საზღვართან ატომური იარაღის გამოყენების შესახებ, კრემლში უარყოფენ.

როგორც Reuters წერს, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს მონაწილეობის მიღება დასავლურ რიტორიკაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

“დასავლური მედია, დასავლელი პოლიტიკოსები და ქვეყნების მეთაურები ახლა ბევრს ვარჯიშობენ “ბირთვული რიტორიკაში”. ჩვენ ამაში მონაწილეობა არ გვსურს”, – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები