გოსტომელში ოკუპანტებმა ათობით ადამიანი მაცივრებში აწამეს, ნაპოვნია ორი ადამიანის ცხედარი

კიევის რეგიონში, გოსტომელში ოკუპანტებმა მაცივრებში 50 ადამიანი აწამეს, ორი მათგანის ცხედარია ნაპოვნი.

ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის “ფეისბუკ” გვერდზეა ნათქვამი.

„ადამიანებს უმტვრევდნენ ნეკნებს, სახსრებს უგრეხდნენ, გოსტომელის აეროპორტში კვირების განმავლობაში კითხავდნენ, შემდეგ კი რუსეთში მიჰყავდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, ორი მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი.

ამასთან, ვორზელის მცხოვრებმა – ბორისმა, რომელმაც ეს წამება გამოიარა, პოლიციას რუსების მიერ მოწყობილ „სიკვდილის ორმოებსა“ და მაცივრებში წამების საშინელი დეტალები უამბო.

მან აღნიშნა, რომ მაცივარში მასთან ერთად 24 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო მეორეში – 28.

მისი თქმით, „სიკვდილის ორმოში“, სადაც ჩააგდეს, ცხედრის ქვეშ დაიმალა, რომ არ გაყინულიყო. ბორისის თქმით, დასახვრეტად რამდენჯერმე მიჰყავდათ, მაგრამ გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები