“ჩვენთვის არ არის პრინციპული საკითხი” – ლავროვი დასავლეთის მიერ “რეფერენდუმების” არაღიარებაზე

სწორი იქნება, თუ დასავლეთის ქვეყნები გააცნობიერებენ ახალ რეალობას, მაგრამ რუსეთისთვის არ არის პრინციპული საკითხი, აღიარებენ თუ არა ისინი მომხდარ ცვლილებებს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

“აბსოლუტურად არ არის პრინციპული საკითხი. რა თქმა უნდა, უფრო სწორი იქნებოდა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანამ გააცნობიეროს ახალი რეალობა, რომელიც გარდაუვალი იყო. უამრავი სამართლებრივი არგუმენტია, მათ შორის, გაეროს წესდება, რომელშიც დაცულია ხალხების თვითგამორკვევის და თანასწორობის პრინციპი, მათ შორის, გენერალური ასამბლეის დეკლარაცია, რომელიც ნათლად განმარტავს, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს იმ სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, რომლებსაც ჰყავთ მთავრობები, რომლებიც აღიარებენ თვითგამორკვევის უფლებას და წარმოადგენენ ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს”, – თქვა ლავროვმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ “ახალი რეგიონების” რუსეთის შემადგენლობაში მიერთების რატიფიცირების შემდეგ.

მისი თქმით, “ზელენსკის რეჟიმი” ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები