“სერიოზული პროვოკაცია” – ფხენიანმა, ხუთი წლის განმავლობაში პირველად, იაპონიის თავზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ, პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, იაპონიის თავზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. იაპონიის ხელისუფლებამ მოუწოდა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ, ასევე, ჩრდილოეთ იაპონიაში მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

ტოკიოში აცხადებენ, რომ მისი დიაპაზონი 4600 კილომეტრია, შესაძლოა, ის ყველაზე დიდია ფხენიანის მიერ გაშვებულ რაკეტებს შორის.

მომხდარი დაგმეს სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პაკ ჩინმა და ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ფხენიანის გამოცდა „სერიოზულ პროვოკაციად“ შეაფასეს.

“მინისტრებმა მკაცრად დაგმეს ამჟამინდელი გაშვება და ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აშკარა დარღვევა და სერიოზული პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და მთელი საერთაშორისო საზოგადოების უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პაკ ჩინი და ბლინკენი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, იაპონიის მონაწილეობით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან ფხენიანს პასუხი გაეცეს. ამავდროულად, შეთანხმდნენ სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების “ერთობლივი თავდაცვის პოტენციალის შენარჩუნებასა” და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები