ზელენსკი: რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა – უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, მეტ დანაკარგს განიცდის მტრის არმია

რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა, თუმცა სასტიკი ბრძოლები ფრონტის რამდენიმე ოლქში გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მტრის არმია უფრო და უფრო მეტ დანაკარგს განიცდის და ოკუპანტები გაქცევას ცდილობენ.

„რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა, თუმცა სასტიკი ბრძოლები ფრონტის რამდენიმე ოლქში გრძელდება.

ამ საომარი მოქმედებების პერსპექტივა აშკარაა: უფრო და უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, უფრო და უფრო მეტ დანაკარგს განიცდის მტრის არმია და იზრდება იმის გაგება, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში შეცდომა დაუშვა.

შეუძლებელია დაამარცხო ერი, რომელიც ერთიანობას ინარჩუნებს და იცის რისთვის იბრძვის.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება თავისუფლების დაცვაში. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები