უკრაინის თავდაცვის უწყება: შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინულ მიწაზე ლურჯ-ყვითელი დროშა ფრიალებს.

„ჯარისკაცები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და ანექსია მხოლოდ ქაღალდზე და ოკუპანტების გონებაში დარჩება“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები