ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში მცხოვრებ, ქვეყნის მოქალაქეებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გაუარესების გამო, რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრასთან და ქვეყანაში უსაფრთხოების გაუარესების შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით – ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ ჩეხეთის მოქალაქეები რუსეთში დარჩენას გადაწყვეტენ, უწყება მათ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს, ასევე იქონიონ რუსეთიდან გასვლის გეგმა, საგანგებო ვითარების შექმნის შემთხვევისთვის.

„ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჩეხეთის მოქალაქეები, რუსეთს ფედერაციის მიერ, პირველ რიგში, აღიქმებიან რუსეთის მოქალაქეებად და ვერ იქნებიან სათანადო, სრულფასოვანი საკონსულო დაცვით უზრუნველყოფილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები