ირანში აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა

ირანში საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 133 ადამიანია დაღუპული. მათგან 40-ზე მეტი გარდაიცვალა ქალაქ ზაჰედანში, სადაც პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა.

ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია – Iran Human Rights-ი იტყობინება.

ზაჰედანი ის ქალაქია, სადაც 22 წლის მაჰსა ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო აწამა, რამაც შემდგომ გოგონას გარდაცვალება გამოიწვია.

ამ ქალაქში აქციის მონაწილეები მოითხოვენ პოლიციის უფროსის დასჯას, რომელიც, ორგანიზაციის ინფორმაციით, 22 წლის მაჰსა ამინი გააუპატიურა. მოგვიანებით, ირანის ხელისუფლებამ მომხდარს პოლიციის განყოფილებაზე “ტერორისტული თავდასხმა” უწოდა. ცეცხლის გახსნის შედეგად, სხვადასხვა მონაცემით, 19-დან 58-მდე ადამიანი დაიღუპა, ასობით დაშავდა.

საპროტესტო აქციებში ხელისუფლება უცხო ქვეყნების ჩარევას ასახელებს, კერძოდ, ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციების ორგანიზებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები