პროტესტის მე-16 დღე – თეირანში პოლიციამ სტუდენტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ირანში პოლიციამ პროტესტის მე-16 დღეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
წინა დღით სტუდენტებმა ასობით დაკავებული თანამებრძოლის დაკავება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
პოლიციამ უნივერსიტეტის შენობასთან აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სტუდენტების მხარდასაჭერად დედაქალაქის მცხოვრებლებმა უნივერსიტეტისკენ მიმავალი კვარტალი მანქანებით გადაკეტეს.
აქციების თეირანის ბევრ ქუჩაზე მიმდინარეობდა, ათობით სტუდენტია დაკავებული.
ამ დროისთვის, ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა, სწავლა დროებით შეჩერებულია.
ირანი მასშტაბურმა აქციებმა 17 სექტემბერს მას შემდეგ მოიცვა, რაც მორალის პოლიციამ 22 წლის მახსა ამინი ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. გოგონა პოლიციის განყოფილებაში, ცემის შედეგად მიღებული ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.