კადიროვი არასრულწლოვან შვილებს ომში აგზავნის
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის სამი ვაჟი უახლოეს პერიოდში უკრაინაში გაემგზავრება.
ამის შესახებ კადიროვმა “ტელეგრამში” დაწერა.
„მოვიდა დრო, თავი რეალურ ბრძოლაში გამოიჩინონ, ეს მათი სურვილია და მე ამას მხოლოდ მივესალმები. სულ მალე ისინი ფრონტის ხაზზე წავლენ და იქნებიან შეხების წერტილში ურთულეს მონაკვეთებზე“, – წერს კადიროვი.
აღნიშნულია, რომ კადიროვის ვაჟების ასაკია – ახმათი 16 წლის, ელი 15-ის და ადამი 14-ის.
“მაგრამ მათი სამხედრო მომზადება დიდი ხნის წინ, თითქმის ადრეული ასაკიდან დაიწყო. საკმარისი არ არის მხოლოდ სროლის ცოდნა. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანია, ჩაუნერგოს შვილებს ღვთის შიში და ასწავლო ოჯახის, ხალხის, სამშობლოს დაცვა. თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის!”, – წერს კადიროვი.