ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები – ბრაზილიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

2 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგად, მეორე ტურში გასულია ქვეყნის მოქმედი ლიდერი, ჟაირ ბოლსონარუ და მემარცხენეთა წარმომადგენელი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა.

ამასთან, ცნობილია, რომ პირველი ტურის შედეგების მიხედვით და სილვა ლიდერობს, მან ხმების 47,93% მოიპოვა, ხოლო ბოლსონარუმ -​ 43,63%.

როგორც შედეგების კომენტირებისას და სილვამ თქვა, “კამპანიის დროს მნიშვნელოვნად ვლიდერობდით და მეჩვენებოდა, რომ გავიმარჯვებდით და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს მხოლოდ მცირედი შეფერხებაა”.

ბოლსონარუმ კი აღნიშნა, რომ მისი შედეგები იმაზე უკეთესია, ვიდრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ და, მისი თქმით, ეს არის “ტყუილზე გამარჯვება”.

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოქმედი პრეზიდენტი დამარცხებასთან უკვე პირველ ტურში იყო.

მხარდამჭერთა ერთგული ბაზის არსებობის მიუხედავად, ბოლსონარუს ადმინისტრაციას COVID-19 პანდემიის დროს მენეჯმენტისთვის აკრიტიკებდნენ, ასევე, იმისთვის, რომ ბოლსონარუ მიიჩნევს, რომ ამაზონის ტროპიკული ტყის ნაწილები ეკონომიკური ექსპლუატაციისთვის უნდა გაიხსნას.

ლულა და სილვამ კი სოციალური უზრუნველყოფის ფართო პროგრამა შექმნა, რომელმაც დაეხმარა ათობით მილიონი ადამიანის სიღარიბიდან გამოყვანას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ადმინისტრაცია კორუფციულ სკანდალებში ხშირად მხილებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები