“მოსკოვის მოკავშირეებისთვის მიუღებელი ნაბიჯია” – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღი გამოიყენოს, თუმცა, ის „რაციონალურად“ არ მოქმედებს.
ამის შესახებ Evening Standard-ი წერს.
უოლესის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენებას ითვალისწინებს, ასეთი ნაბიჯი მიუღებელი იქნება მოსკოვის მოკავშირეებისთვის – ინდოეთისა და ჩინეთისთვის.
მინისტრის თქმით, პუტინის ამ ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრების დროს, მათ „ძალიან ნათლად აჩვენეს“, რა არის მისაღები და რა – არა.
ამავდროულად, უოლესმა დასძინა, რომ “პუტინის ქმედებები, დაწყებული სკრიპალების წინააღმდეგ სოლსბერიში ნოვიჩოკის გამოყენებით და უკრაინაში შეჭრით დამთავრებული, იყო “სრულიად ირაციონალური”.
დიდი ბრიტანეთის უშიშროების მინისტრი, ტომ ტუგენდატი ფიქრობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის გამოყენებასაც კი, რასაც ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა – რამზან კადიროვმა მოუწოდა, “ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები” მოჰყვება.
„ნათელია, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის ბირთვული იარაღი ათწლეულების მანძილზე უკიდურესი ტაბუ იყო და ამ ტაბუს შეცვლა ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედია იქნებოდა“, – თქვა მან.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის უშიშროების მინისტრი, ტომ ტუგენდატი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის გამოყენებასაც კი “ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები” მოჰყვება.
„ნათელია, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის ბირთვული იარაღი ათწლეულების მანძილზე უკიდურესი ტაბუ იყო და ამ ტაბუს შეცვლა ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედია იქნებოდა“, – თქვა მან.