ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის კონსერვატორთა უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს უხელმძღვანელებს
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის უკრაინის მეგობართა ჯგუფის ახალი ხელმძღვანელი გახდება.
ამის შესახებ სააგენტო PA Media წერს.
როგორც ჯგუფის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, კულტურის ყოფილმა მდივანმა, ჯონ უიტინგდეილმა წარდგენისას თქვა, „ის არის ბევრი თვალსაზრისით ყველაზე აშკარა და ყველაზე ღირსეული ადამიანი, რადგან იყო პირველი ადამიანი არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ – მთელ დასავლურ სამყაროში, რომელმაც ასე მტკიცედ გამოვიდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“.
პრემიერმინისტრის თანამდებობიდან ჯონსონის გადადგომის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება მასთან მუშაობას „ახალ სტატუსში“.