ილონ მასკმა ადამიანის მსგავსი Tesla Optimus რობოტი წარადგინა

ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის კომპანია Tesla-მ ადამიანის მსგავსი რობოტი წარადგინა სახელად Optimus. შემმუშავებლები ამტკიცებენ, რომ ის გამოყენებული იქნება მოსაბეზრებელი საქმეების შესასრულებლად ადამიანის მაგივრად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა The Verge.

ამ დროისთვის ისინი Tesla-ს „ავტოპილოტის“ სენსორებს და ტექნოლოგიებს იყენებენ, მაგრამ მაინც ცოტა რამ შეუძლიათ. კერძოდ, რობოტს შეუძლია ყუთების გადატანა, დანადგარებიდან დეტალების გამოღება და ყვავილების მორწყვა. მაგრამ კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ მათ გაცილებით დიდი პოტენციალი აქვთ. რობოტს შეუძლია 8 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება და 20 კგ-მდე ტვირთის აწევა.

რობოტი აღჭურვილია Wi-Fi და LTE  მოდულებით, ხოლო აკუმულატორი  მთელი დღე ძლებს.

ერთი ასეთი რობოტის ღირებულება შეადგენს 20 ათას დოლარს. მასკი თვლის, რომ მისი კომპანია მილიონობით ასეთი რობოტის წარმოებას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები