დიმიტრი მედვედევი: ზელენსკის ნატოში სწრაფად გაწევრიანება სურს, შესანიშნავი იდეაა, უბრალოდ ეხვეწება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, მესამე მსოფლიო ომის დაწყება დააჩქაროს

თუ უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, უკრაინის სახელმწიფო გაქრება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამზე“ წერს.

მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების განაცხადი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას დააჩქარებს.

„ზელენსკის ნატოში სწრაფად გაწევრიანება სურს. შესანიშნავი იდეაა. უბრალოდ ეხვეწება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, დააჩქაროს მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ბიჭი აშკარად, გასულია“, – წერს მედვედევი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასევე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს – როგორც სახელმწიფო, გაქრება.

„რა ცინიკური ბიჭია – თუ არ შეწყვეტს, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება“, – წერს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები