ბალტიის ქვეყნები ნატოში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას მხარს დაუჭერენ

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მხარს უჭერენ ნატოში უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას.

აღნიშნულის შესახებ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა – ურმას რეინსალუმ, ედგარს რინკევიჩმა და გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Twitter-ის საკუთარ გვერდებზე მსგავსი შეტყობინებები გაავრცელეს.

„უკრაინის ბალტიის მეგობრები სრულად უჭერენ მხარს ნატოში უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას. უკრაინის შთამაგონებელი სიმამაცე ჩვენს ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს“, – აღნიშნულია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებში.

ცნობისთვის, უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი დაჩქარებული წესით შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები