უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი დაჩქარებული წესით შეიტანა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებაზე დაჩქარებული წესით განაცხადს გააკეთებს.

ამის შესახებ მან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დე ფაქტო უკრაინამ უკვე გაიარა გზა ნატო-სკენ და დაამტკიცა თავისი თავსებადობა ალიანსის სტანდარტებთან.

“დე ფაქტო. დღეს უკრაინა გააკეთებს განაცხადა, რომ ეს დე იურე მოხდეს. იმ პროცედურებით, რომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით“, – განაცხადა ზელენსკიმ და გაიხსენა ფინეთისა და შვედეთის მაგალითები.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დროს ქვეყნის პარტნიორებმა უნდა განახორციელონ კიევის უსაფრთხოების გარანტიები.

მიმართვის დასასრულ, განცხადებას ხელი მოაწერეს ვოლოდიმერ ზელენსკიმ, უმაღლესი რადას სპიკერმა – რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერმინისტრმა – დენის შმიჰალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები