ბაიდენი: აშშ გმობს რუსეთის თაღლითურ მცდელობას უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიის თაობაზე –  რუსეთი გამოხატავს ზიზღს მშვიდობიანი ერების მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის დღევანდელ თაღლითურ მცდელობას უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიის თაობაზე.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ფეხქვეშ თელავს გაეროს წესდებას და გამოხატავს თავის ზიზღს ყველგან მშვიდობიანი ერების მიმართ.

„აშშ გმობს რუსეთის დღევანდელ თაღლითურ მცდელობას უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიის თაობაზე. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ფეხქვეშ თელავს გაეროს წესდებას და გამოხატავს თავის ზიზღს ყველგან მშვიდობიანი ერების მიმართ.

არ შეცდეთ: ამ ქმედებებს არ აქვს ლეგიტიმაცია. შეერთებული შტატები ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მცდელობებს, დაიბრუნოს კონტროლი მის ტერიტორიაზე სამხედრო და დიპლომატიური ძალების გაძლიერებით, მათ შორის 1,1 მილიარდი დოლარის დამატებითი უსაფრთხოების დახმარებით, რომელიც აშშ-მა მიმდინარე კვირაში გამოაცხადა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ასევე, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები