„უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია ომის ესკალაციას გამოიწვევს“ – ეუთო

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია დაგმო.

მედიის ცნობით, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეუთომ რუსეთის ამგვარ ქმედებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური წესების, ეუთოს პრინციპებისა და გაეროს წესდების აშკარა დარღვევა უწოდა.

„რუსეთის ეს ქმედება, რომელიც მოიცავს სამხედრო მობილიზაციასა და უპასუხისმგებლო ბირთვულ მუქარას, გამოიწვევს მხოლოდ კონფლიქტის უფრო მეტ ესკალაციას და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში ჩააყენებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ასევე, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები