იენს სტოლტენბერგი: ნატოს კარი ღია რჩება – მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის კარი უკრაინისთვის კვლავ ღიაა.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნატოს წევრობის თაობაზე უკრაინის განაცხადის დაჩქარებული წესით შეტანის საკითხს.

როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და მიიღოს გადაწყვეტილება, უსაფრთხოების სტრუქტურებთან დაკავშირებით.

„ყველა დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია ნატოში განაცხადი შეიტანოს და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ამას მუდმივად ვიმეორებთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება და ამის დემონსტრირებას ვახდენთ ბოლო წლებია. მადრიდში, სამიტზე შევხვდით და ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი უსაფრთხოების სტრუქტურების ნაწილი უნდა, რომ იყოს და რა თქმა უნდა, შემდეგ ყველა წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს ამას, კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ. ჩვენი მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინისთვის სწრაფი დახმარების მიწოდებაზეა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი დაჩქარებული წესით შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები