რუსეთში მობილიზაციას შიზოფრენიით დაავადებული მამაკაცი დაექვემდებარა, რომელიც მსროლელთა ბატალიონში მოხვდა

ხაბაროვსკში, უკრაინის წინააღმდეგ ომში მობილიზაციას შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე მამაკაცი დაექვემდებარა.

ამის შესახებ ხაბაროვსკის მხარეში სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტის (ONF) ტელეგრამის არხი იტყობინება.

კაცის მეუღლის ინფორმაციით, მამაკაცი 2017 წლიდან აღრიცხვაზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია აყვანილი, თუმცა, 26 სექტემბერს ის გამოიძახეს და ქალაქ ბიკინის სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს.

“28-ში მივედი განყოფილებაში, წარუდგინე საჭირო საბუთები, რაზეც მიპასუხეს, რომ საკითხში გაერკვევიან. ქმარი მირეკავს და მეუბნება, რომ ბატალიონებში განაწილება დაიწყოო და მსროლელთა ბატალიონში მოვხვდიო“, – ამბობს ქალი.

აღნიშნულია, რომ მობილიზაციის ფარგლებში “შეცდომები ხშირია”. მაგალითად, როსტოვში ზურგის თიაქრის მქონე კოჭლი გამოიძახეს; ვოლგოგრადის ოლქში 63 წლის პენსიონერი დიაბეტით და ცერებრალური იშემიით; სახალინში კი, 40 წლის დიაბეტით დაავადებული ფირფიტებით ხერხემალში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები