რუსეთში მობილიზებულთა ოჯახებს, დახმარების სახით, წვრილფეხა პირუტყვს გადასცემენ
რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში, ტუვის რესპუბლიკაში მობილიზებულთა ოჯახებს, მატერიალური დახმარების სახით, წვრილფეხა პირუტყვს გადასცემენ.
ჯამურად, უკვე 91 ცხოველია გადაცემული, რესპუბლიკის ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებმა ასევე კარტოფილი, ქვანახშირი და შეშა მიიღეს.
შესაბამისი ინფორმაცია ტუვას რესპუბლიკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა, ვლადისლავ ხოვალიგმა თქვა, მობილიზებულთა ოჯახების დახმარების “სხვა გზებიც” განიხილება.
გარდა ამისა, მობილიზებულთა ოჯახის წევრების “მორალური სულისკვეთების შენარჩუნების მიზნით”, მათ შვილებს სკოლებში “დროშის აღმართვას მიანდობენ”.
როგორც რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, ელენა ხარდიკოვამ თქვა, “სამშობლოს დროშის საზეიმო ვითარებაში აწევაში ნდობა მოზარდებში ასევე საგანმანათლებლო ეფექტის მქონე იქნება”.
