ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ფარულად კიევს ეწვია

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი ფარულად კიევს ეწვია.

ამის შესახებ თავად მინისტრმა Twitter-ზე ვიზიტის დასრულების შემდეგ დაწერა.

უოლესი უკრაინელ კოლეგას, ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა. ვიზიტი წინასწარ არ იყო დაანონსებული.

“მოხარული ვიყავი, რომ ვესტუმრე ჩემს კარგ მეგობარს, ალექსეი რეზნიკოვს ამ კვირაში კიევში, რომ განგვეხილა უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მხარდაჭერა იზრდება და გაგრძელდება 2023 წლამდე და მის შემდეგაც”, – დაწერა უოლესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები