ლუგანსკის ოლქში ყაზარმის დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი ოკუპანტი დაიღუპა – სერგეი გაიდაი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლუგანსკის ოლქში ქალაქ ნოვოაიდარის მახლობლად მდებარე ყაზარმის დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი ოკუპანტი დაიღუპა, – დაწერა ტელეგრამში ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ.
მისი ინფორმაციით, „ნოვოაიდართან მდებარე ბახმუტოვკადან საავადმყოფოებში წასაყვანი არავინ დარჩა. მტრის საკონცენტრაციო ზონაზე დარტყმის შედეგად, ორმოცდაათზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა“.
გაიდაის თქმითვე, ასევე, განადგურდა 17 ერთეული რუსული ტექნიკა.
გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სტარობილსკის სამედიცინო დაწესებულებებში 200-ზე მეტი ოკუპანტია ჰოსპიტალიზებული.