ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან გასასვლელში ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს – სულ მცირე, 23 დაღუპული და 28 დაჭრილია
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესთან ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 23 ადამიანია დაღუპული და 28 – დაჭრილი.
ამის შესახებ “ტელეგრამში” ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა დაწერა.
“ხალხი რიგში იდგა, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ნათესავები გამოეყვანა ან მათთვის დახმარება მოეტანა“, – დაწერა მან.
ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა დაწერა, რომ დაშავებულთა შორის მელიტოპოლის მცხოვრებლებიც არიან.