ქაბულში – სასწავლო ცენტრში ტერაქტს, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში – სასწავლო ცენტრთან ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანია დაღუპული, 27 დაშავდა.

ამის შესახებ Reuters-ი ქაბულის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ქაბულის პოლიციის წარმომადგენლის, ჰალიდ ზადრანის თქმით, აფეთქება გამოცდის დროს მოხდა.

ამასთანავე, საავადმყოფოში გამოცემის წყაროს ცნობით, დაღუპულია 23 ადამიანი, “თალიბანის” მთავრობაში წყაროს ინფორმაციით კი – 33, მათ შორის, სტუდენტებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები