მონტენეგროში რუსეთის საკონსულო მუშაობას წყვეტს

მონტენეგროში რუსეთის საკონსულო მუშაობას გაურკვეველი ვადით წყვეტს.

როგორც დიპლომატიურ მისიაში განაცხადეს, ამის მიზეზია “ქვეყნის ხელისუფლების მტრული ქმედებები”.

29 სექტემბერს მონტენეგრომ ექვსი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

მანამდე, გახდა ცნობილი, რომ პოდგორიცაში მონტენეგროს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, ისინი რუსეთის სპეცსამსახურებთან მუშაობაში არიან ეჭვმიტანილნი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული სახელმწიფო ადმინისტრაციის თანამშრომელია, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები