ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელებს რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ – უკრაინის გენშტაბი

საოკუპაციო ადმინისტრაციების წარმომადგენლები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივებს რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ.

ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება.

კერძოდ, მარიუპოლში მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, თუ ისინი უარს იტყვიან რუსული პასპორტის შეცვლაზე. სხვა მოქალაქეებს უფლება მიეცათ, დაიტოვონ უკრაინის პასპორტი რუსულთან ერთად.

ხერსონის რაიონის სოფელ ტოკარევკაში ოკუპანტებმა თქვეს, რომ, 1-ელ ოქტომბრამდე რუსული პასპორტების არმიღების შემთხვევაში, მოსახლეობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოასახლებენ და გააძევებენ.

11 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყველა უკრაინელისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღების შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ეს ნაბიჯი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეების პასპორტიზაცია იურიდიულად ბათილია და მას არ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი უკრაინისთვის.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოსეპ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ასეთ პასპორტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები