ბაიდენი: შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ახალ სანქციებზე მუშაობს, რომელიც რუსეთს მას შემდეგ დაუწესდება, რაც უკრაინის ახალი ტერიტორიებს ანექსირებას შეეცდება.

ჯო ბაიდენმა დაგმო ე.წ. რეფერენდუმი, რომელიც პრორუსულმა ძალებმა უკრაინის ოლქებში ჩაატარეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შედეგები „მოსკოვში იყო ჩაწყობილი“.

„აშშ, მე მინდა ძალიან მკაფიო ვიყო ამ საკითხში, შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე გაეროს წესდებისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევა“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები