„რუსეთის სამარცხვინო ომში არ უნდა იღუპებოდეთ – დაიცავით თქვენი თავისუფლება ქუჩებსა და მოედნებზე“ – ზელენსკის მიმართვა კავკასიელებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კავკასიის, ციმბირის და რუსეთის სხვა მკვიდრ ხალხს მიმართავს და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, უკრაინა ხედავს, რომ რუსების ნაწილი წინააღმდეგობას უწევს კრიმინალურ მობილიზაციას, რომლითაც ხელისუფლებას სურს დაფაროს თავისი საკადრო ჯარის წარუმატებლობა და მისი დანაშაულებრივი ბრძანებები.
„მივმართავ ამიერკავკასიის, ციმბირის და რუსეთის სხვა მკვიდრ ხალხს. დაღესტანელები არ უნდა იღუპებოდნენ რუსეთის ვერაგ და სამარცხვინო ომში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი ხალხი, ვინც რუსული დროშის ქვეშ აღმოჩნდა, სულ, 200-მდე ხალხი. თქვენ იცით, ვინ გიწვევთ თქვენ ყველას უკრაინაში საომრად.
თქვენ კი რა გსურთ? დარწმუნებული ვარ, რომ გსურთ სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ სიცრუით დაიღალეთ. დარწმუნებული ვარ, რომ იცით: ბრძოლა საჭიროა ახლა! ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ კრიმინალურ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს დაფაროს თავისი საკადრო ჯარის წარუმატებლობა და მისი დანაშაულებრივი ბრძანებები.
დაიცავით თქვენი თავისუფლება ახლა ქუჩებსა და მოედნებზე, რათა არ მოგიწიოთ ბრძოლა მთებსა და ტყეებში თქვენი სიცოცხლის უფლებისთვის, როცა რუსეთის მთავრობა მობილიზაციის მორიგი ტალღების დაწყებას დაიწყებს. იბრძოლეთ! დაამარცხებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.