ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს მოუწოდა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს მოუწოდა, რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე მთავარი ყურადღება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ფსევდორეფერენდუმების გამართვას და მასზე მსოფლიოს რეაქციას დაეთმო.

„რუსეთი თავისი აგრესიული პოლიტიკით აგრძელებს ხელოვნური რეფერენდუმების გამართვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორმა, ცივილიზებული სამყაროს ყველა ლიდერმა და რა თქმა უნდა, საფრანგეთმა მხარი დაუჭიროს უკრაინას და რაც შეიძლება მკაცრად დაგმოს ეს ფიქტიური რეფერენდუმები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გაძლიერდება და რაც შეიძლება მალე, სანქციების მერვე პაკეტი დამტკიცდება, რომელიც წინაზე ბევრად უფრო ძლიერი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები