პოლონეთში არ გამორიცხავენ, რომ ნატო-მ შესაძლოა, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რომ ნატო-მ უკრაინაში შესაძლოა, ჯარები გაგზავნოს, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
ამის შესახებ მან RMF FM-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, – წერს უკრაინული Unian-ი.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ნატო-ს ქვეყნების პასუხი, სავარაუდოდ, “უკრაინაში საყოველთაოდ მიღებული პასუხი იქნება” და იქნება ისეთი, როგორიც ის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა წარადგინა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავს სცენარში არ არის გამორიცხული ნატო-ს ჯარების შეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ „ეს არ იქნება აუცილებელი პროცედურა“.
მისივე თქმით, ალიანსს შეუძლია, შემოიფარგლოს ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით – ავიაციის ან რაკეტების გამოყენებით. ამასთან, სულაც არ არის აუცილებელი, რომ „ეს უკრაინის ტერიტორიიდან“ მოხდეს.