ყაზახეთის საზღვართან რუსეთის სამობილიზაციო დროებითი პუნქტი გაიხსნება

ასტრახანის ოლქში, ყაზახეთის საზღვართან, სადაც ქვეყნის დატოვების მსურველთა უშველებელი საცობი შეიქმნა, რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაციის დროებითი პუნქტი გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამჟამად, “კარაუზეკის” საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მზადყოფნის მაღალი დონე გამოცხადდა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგუშაგოზე არ ატარებენ იმ პირებს, რომლებიც გაწვევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები