თეა წულუკიანი: როდესაც კეზერაშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა და კარტ-ბლანში ჰქონდა, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და დარჩა მოლარედ, რომელმაც გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი

მაშინ, როდესაც კეზერაშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა და კარტ-ბლანში ჰქონდა, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და დარჩა მოლარედ. ერთადერთი, რაც მან მოახერხა არის ის, რომ გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი, როგორც თავდაცვის მინისტრმა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ცალკე ყალიბდება, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა და როგორც აღმოჩნდა, კვლავ კეზერაშვილის ფულით სულდგმულობს.

„ის, რომ კეზერაშვილი რაიმე პოლიტიკურ პროცესს ჩაუდგება სათავეში და ლიდერობას შეძლებს არ მგონია. თუმცა მას აქვს ფინანსური რესურსი, რასაც ის იყენებს, როგორც ალბათ მას ჰქონია საუკეთესო მიზნებისთვის. ელენე ხოშტარიამ მაგალითად თქვა, რომ ცალკე ყალიბდება, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა და როგორც აღმოჩნდა, კვლავ კეზერაშვილის ფულით სულდგმულობს და კიდევ რუბლებს რომ უგზავნის პუტინი იმას იყენებს ალბათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. კოლექტიური ხოშტარიები, რომლებიც ვერ ყალიბდებიან პოლიტიკოსებად და ალბათ არიან ილუზიაში, რომ ამას კეზერაშვილი შეძლებს. ასეთი პროცესებით მე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის ახალ პოლიტიკურ პროცესს ჩაუყრიან ისინი საფუძველს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები