გიორგი გახარია: მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში

მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც გახარია აღნიშნავს, ასეთი დარღვევების წინააღმდეგ ყველა მტკიცედ უნდა დავდგეთ.

„ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რომელსაც მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ყველა მტკიცედ უნდა დავდგეთ ასეთი დარღვევების წინააღმდეგ!“ – წერს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკება გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები