იენს სტოლტენბერგი: „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა დივერსიის შედეგია

„ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა დივერსიის შედეგია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, დანიის თავდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენს ძვირფას მოკავშირე, დანიის თავდაცვის მინისტრ მორტენ ბოდსკოვთან განვიხილეთ დივერსია „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე. ჩვენ ნატოს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი განვიხილეთ“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, რუსეთიდან მიმავალ გაზსადენებზე – „ჩრდილოეთ ნაკადი 1-სა“ და „ჩრდილოეთ ნაკად 2-ზე“ დაზიანება მოხდა, რის გამოც მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაჟონვა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები