ჩინეთი მოუწოდებს გაერო-ს, უკრაინაში ომის დასრულებაში შუამავლის როლი შეასრულოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვანგ ვენბინის განცხადებით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს უკრაინაში ომის დასრულებას.

მისი თქმით, პეკინი მზად არის, ითანამშრომლოს დანარჩენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, საომარი მოქმედებების დეესკალაციისთვის.

„ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მხარეს იყო და მზად იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის.

მივიჩნევთ, რომ უშიშროების საბჭომ, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის ბირთვმა, სრულად უნდა გამოიყენოს თავისი შუამავლობის ფუნქციები, რომლებიც მას გაეროს წესდებით ევალება და დაიცვას ომის დასრულებისა და მშვიდობის ხელშეწყობის სწორი მიმართულება“, – თქვა ვანგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები