აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ თავიანთ მოქალაქეებს მიმართა, რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ, მათ კი – ვისაც განზრახული აქვს რუსეთში ჩასვლა, ასეთი მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

შესაბამისი ინფორმაცია საელჩოს საიტზე განთავსდა.

„აშშ-ის მოქალაქეებმა რუსეთში მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ, ხოლო მათ, ვინც ცხოვრობს ან იმყოფება რუსეთში, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ, სანამ კომერციული მგზავრობის შეზღუდული შესაძლებლობებია შენარჩუნებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიპლომატები აღნიშნავენ, რომ რუსეთიდან გასასვლელად სახმელეთო მარშრუტები ჯერ ღიაა. მაგრამ კომერციული ფრენები ძალიან შეზღუდულია და მათზე მოხვედრა მოკლე დროში ხშირად შეუძლებელია.

ასევე, აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოუწოდეს, თავი აარიდონ პოლიტიკურ ან სოციალურ პროტესტს და არ ასეთ ღონისძიებებზე ფოტოები არ გადაუღონ უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს.

ამერიკელებს შეახსენეს, რომ “რუსეთში მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული არ არის”.

„21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ თავისი მოქალაქეების მობილიზება დაიწყო. რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელების აღიარებაზე, შეუზღუდოს მათ წვდომა საკონსულო დახმარებაზე, ხელი შეუშალოს რუსეთის დატოვებაში და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში გაიწვიოს“, – აღნიშნავენ საელჩოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები