“თუ გადაწყვეტენ დაბრუნებას, დაისჯებიან” – ვოლოდინმა დეპუტატებს ლარსთან შექმნილ ვითარებაში გარკვევა შესთავაზა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა დეპუტატებს საქართველოს საზღვარზე შექმნილ იმ ვითარებაში გარკვევა შესთავაზა, რომ, თითქოს, საგუშაგოსთან რუსეთის მოქალაქეებს ანტირუსული დოკუმენტების ხელმოწერას სთავაზობენ.

“თუ ეს მართალია და ჩვენი მოქალაქეები ხელს აწერენ ამ დოკუმენტს, ცხადია, ეს არის დანაშაული. ჩვენ უნდა გავერკვეთ ამაში”, – ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ვოლოდინმა დოკუმენტის პუნქტების ციტირება მოახდინა, რომლის მიხედვით საქართველოში შემომსვლელი უნდა დაეთანხმოს, რომ “აგრესორმა – ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, ასევე, დოკუმენტურად აღიაროს, რომ გმობს რუსეთის ქმედებებს დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ”.

“ეს რა არის? იქნებ, მათთვისაც უკეთესია, ვინც ამ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომ ქვეყანა დატოვა. არ არის საჭირო მათი შეკავება. მათ უკვე გვიღალატეს! მაგრამ უნდა ვუთხრათ მათ: რომ მრავალი დანაშაული ჩაიდინეს თავიანთი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ. თუ გადაწყვეტენ დაბრუნებას, დაისჯებიან“, – განაცხადა მან.

ვოლოდინმა უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საქმეთა პალატის კომიტეტების ხელმძღვანელებს სიტუაციაში გარკვევა დაავალა.

“თუ ინფორმაცია დადასტურდება, საჭირო იქნება სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირება”, – დაასკვნა ვოლოდინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები