Reuters: აშშ უკრაინისთვის 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს

შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალ – 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს ამზადებს, რომელიც უახლოეს დროში გამოცხადდება.

ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ში ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.

როგორც მოსალოდნელია, კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები იქნება იმისთვის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ იარაღი შეიძინოს მრეწველობისგან და არა – აშშ-ში არსებული მარაგებიდან.

პაკეტი მოიცავს HIMARS-ის სისტემებს, საბრძოლო მასალებს, სხვადასხვა ტიპის დრონებთან საბრძოლო სისტემებს და სარადარო სისტემებს, ასევე, ნაწილებს, წვრთნას და ტექნიკურ მხარდაჭერას.

სექტემბრის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ახალი – 675 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, ვაშინგტონმა კიევს 15 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები