თეთრი სახლი: რუსებს, რომლებსაც არ სურთ უკრაინაში ბრძოლა, თავშესაფრის თხოვნა შეერთებულ შტატებში შეუძლიათ

შეერთებული შტატები მზადაა, განიხილოს რუსეთის იმ მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნა, რომლებსაც არ სურთ – მონაწილეობა მიიღონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაჩაღებულ არაპოპულარულ ომში.

შეერთებული შტატები მიესალმება რუსებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან და თავშესაფარს ეძებენ, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა, – წერს “ამერიკის ხმა”.

ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე: მე ვიცი, რომ თეთრი სახლი ხედავს განსხვავებას რუსეთის მთავრობასა და რუს ხალხს შორის. შეუძლია თუ არა პრეზიდენტს, რაიმე უთხრას სასოწარკვეთილ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ქვეყნიდან გაქცევას?, ჟან-პიერმა თქვა, „ჩვენ ვხედავთ რუსეთში ქუჩის საპროტესტო აქციებს, ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ხელს აწერენ პეტიციებს და ვფიქრობთ, რომ ისინი გვიგზავნიან ძალიან მკაფიო მესიჯს, რომ ეს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო, არ არის პოპულარული“.

„რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ პუტინის ომში ბრძოლა ან ამისთვის სიკვდილი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ადამიანებს, განურჩევლად მათი ეროვნებისა, შეუძლიათ თავშესაფრის მოთხოვნა შეერთებულ შტატებში და მათი განაცხადები განიხილება ინდივიდუალურად. ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს მოითხოვს და მათ ეს უნდა გააკეთონ“, – თქვა კარინ ჟან-პიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები