„ბირთვული იარაღიც კი ვერ შეაჩერებს უკრაინელებს თავიანთი მიწის დაცვაში“ – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინელებს საკუთარი ტერიტორიების დაცვაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაც კი ვერ შეაჩერებს.

„თუ მსოფლიო თანამეგობრობის, ნატოს ქვეყნების მხრიდან ასეთ გაბედულ თავდასხმაზე პასუხი არ იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს მიწას. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ვერავინ შეგვიშლის ხელს: ვერც პუტინი და ვერც მისი ჯარები. ეს არაერთხელ დადასტურდა“, – აღნიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატმა შეიმუშავა მოქალაქეებისთვის დეტალური ინსტრუქციები იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და უახლოეს დღეებში აპირებს „მის მაქსიმალურად გამოქვეყნებას“.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები