პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, ევროკავშირში შესული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 30%-ით გაიზარდა

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს (Frontex) მონაცემებით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, ევროკავშირში შესული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 30%-ით გაიზარდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის თითქმის 66 000 მოქალაქე შევიდა ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც წინა კვირასთან შედარებით 30%-ზე მეტია. მათი უმეტესობა ფინეთსა და ესტონეთში ჩავიდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბრიტანული მედიის ცნობით, მხოლოდ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე ჩავიდა.

„Frontex-ის შეფასებით, საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, თუ რუსეთი პოტენციური წვევამდელებისთვის საზღვრის დაკეტვას გადაწყვეტს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები