Ведомости: რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს „ყირიმის ოლქში“ გააერთიანებს და ხელმძღვანელად “როსკოსმოსის” ყოფილ უფროსს დანიშნავს

“როსკოსმოსის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი როგოზინმა შესაძლოა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ ჩამოყალიბებულ ახალ ფედერალურ ოლქს უხელმძღვანელოს.

ამის შესახებ რუსული “ვედომოსტი” წერს.

გამოცემას რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და ანექსირებული ყირიმის „მთავრობასთან“ დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ რუსეთმა „რეფერენდუმების“ შემდეგ შესაძლოა, ახალი ფედერალური ოლქი შექმნას, რომელშიც შევლენ უკრაინის უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიები, ყირიმთან ერთად.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ამ ოლქის ხელმძღვანელი შესაძლოა, “როსკოსმოსის” ყოფილი უფროსი, დიმიტრი როგოზინი გახდეს.

ახალ ოლქს შესაძლოა, “ყირიმის ოლქი” დაერქვას.

როგოზინთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ და „ის, დიდი ალბათობით, დადებითი იქნება“.

როგოზინმა “როსკოსმოსის” ხელმძღვანელის თანამდებობა 2022 წლის ივლისში დატოვა. კრემლმა მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დროთა განმავლობაში ის „დასაქმდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები