“ლუგანსკში მედიკოსების მობილიზაცია დაიწყო” – სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონში ოკუპანტებმა ექიმების იძულებითი მობილიზაცია დაიწყეს, თუმცა, იწვევენ მხოლოდ რამდენიმე პროფილის სპეციალისტებს.

ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ტელეგრამში დაწერა.

„ნაწილობრივი მობილიზაცია – ჯერჯერობით, მიჰყავთ მხოლოდ ქირურგები, ტრავმატოლოგები, ანესთეზიოლოგები და ექთნები. ასეთი სპეციალისტების გამოძახებისას მხედველობაში მიიღება სამხედრო ოპერაციების შედეგად დაშავებულებთან მუშაობის გამოცდილება. ყველა სამხედრო კომისარიატში არსებობს იმ პირთა სია, ვისაც დამთავრებული აქვს სამედიცინო დაწესებულებები და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. გამოიძახებენ 60 წლამდე ქირურგებს, ანესთეზიოლოგებს და ტრავმატოლოგებს, ხოლო 55 წლამდე მედდებს”, – დაწერა გაიდაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები